OUTDOOR & INDOOR TV
მედია კომპანია SBOI არის პირველი ქართული კომპანია, რომელმაც შექმნა და დანერგა რეკლამირების სრულიად ახალი სახეობა Indoor TV და Outdoor TV.
Outdoor & Indoor TV - არის ლოკალური ტელევიზია, რომელიც ტრანსლირებს იმ ადგილებში, სადაც ხალხის (მომხმარებლის, მყიდველის) მაღალი დენადობაა.
ოპტიმალურად შერჩეულ ადგილებში დამონტაჟებულია პლაზმური და თხევადკრისტალური მონიტორები, სადაც ტრანსლირებს ვიდეორეკლამა.
სარეკლამო ბლოკები ერთმანეთისგან იმიჯნება გასართობი კონტენთით. მომხმარებლების (მაყურებლების) ვიზიტების სიხშირე და ხანგრძლივობა, ვიდეორეკლამის ყურებადობას უზრუნველყოფს, რაც თავის მხრივ რეკლამის ეფექტურობის გარანტიაა.
მედია კომპანიას SBOI აქვს ვიდეორეკლამის განთავსების ექსკლუზიური უფლება ისეთ კომპანიებში, როგორიცაა:
- "საქართველოს ბანკის" სერვის ცენტრების ქსელი
- "ჯი-პი-სი აფთიაქის" სააფთიაქო ქსელი
- "პრაიმ ფიტნესის" ფიტნეს კლუბების ქსელი
- "პოპულის" მაღაზიათა ქსელი
სარეკლამო ქსელი გაფართოვდა
მედია კომპანიას SBOI დაემატა ახალი Indoot TV-ის ქსელი; დღეიდან თქვენ უკვე შეგიძლიათ განათავსოთ ვიდეორეკლამა, როგორც საქართველოს ბანკი-ს ქსელში, ასევე GPC აფთიაქის ქსელში.


